მარიუპოლის მერი - ოკუპირებული მარიუპოლის მოსახლეობა მედიკამენტების ნაკლებობის გამო იღუპება

მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს ინფორმაციით, მარიუპოლის მოსახლეობა მედიკამენტების ნაკლებობის გამო იღუპება.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
"ოკუპირებული მარიუპოლის მოსახლეობა მედიკამენტების ნაკლებობის გამო იღუპება. ქალაქში ონკოლოგიური პაციენტებისთვის, დიაბეტით, ტუბერკულოზით და ფარისებრი ჯირკვლით დაავადებული ადამიანებისთვის მედიკამენტების დეფიციტია", - წერს ბოიჩენკო.
ბოიჩენკოს თქმით, ადამიანები რისკის ქვეშ არიან და რუსული მხარის მიერ მედიკამენტების მიწოდებას ვერ ელოდებიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მისივე თქმით, რუსული მხარე და მარიუპოლის თვითგამოცხადებული ხელისუფლება სასმელ წყალზე, საკმარის საკვებსა და მედიკამენტებზე ნორმალურ წვდომას ბლოკავს.

























