ბორის ჯონსონის ინფორმაციით, შოტლანდია და უელსი უკრაინას 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევენ

შოტლანდიამ და უელსმა უკრაინისთვის 100 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი „ტვიტერში“ წერს.

"უელსის მთავრობამ უკრაინას დახმარების სახით 35 მილიონი გირვანქა სტერლინგი გამოუყო და უელსელმა ოჯახებმა 3000 ლტოლვილი მიიღეს", - წერს ჯონსონი.

მისივე თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გამოყო შოტლანდიის მთავრობამაც.

„მადლობა გადავუხადე შოტლანდიის მთავრობას უკრაინისთვის 65 მილიონი გირვანქა სტერლინგის გამოყოფის გამო, რაც გაერთიანებული სამეფოს მიერ უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარების 2.3 მილიარდამდე ზრდის და ასევე ხელს უწყობს 6000 უკრაინელი ლტოლვილის საცხოვრებლით უზრუნველყოფას,“- წერს ჯონსონი.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება