ლევან იოსელიანი - ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა

ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს უნდა იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც უკვე "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა - საჭიროა ამ პროცესში შესვლა, დაჯდომა და ამ ყველაფრის ნახვა, - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

იოსელიანი გამოეხმაურა ოპოზიციის ინიციატივას მოწვეულ იქნას რიგგარეშე სხდომა აუცილებელი კანონპროექტების, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად და აღნიშნა, რომ რიგგარეშე სხდომას იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ წინასწარ იქნება შეთანხმება მიღწეული, რომ ცვლილებებს დაამტკიცებენ.

„მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო რეფორმის ბოლომდე მიყვანა, იმის, რაც პირველი მოსმენით არის მიღებული, ეს საკითხი მნიშვნელოვანია სამომავლოდ ამ ქვეყანაში დემოკრატიული, პლურალისტური გარემოს შესაქმნელად. თუმცა, ამ საკითხის გარდა, იქ (ევროკავშირის მოთხოვნებში) არის კიდევ ბევრი სხვა საკითხი, რაზეც ოპოზიციამ გარდა იმისა, რომ უნდა წარმოადგინოს თავის ხედვა, ამავე დროს იმუშაოს იმ წინადადებებთან მიმართებით, რაც უკვე "ქართულმა ოცნებამ" გააჟღერა იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცით, ისინი როგორი კანონმდებლობის მიღებას აპირებენ, არ ვიცით, როგორია 12 პუნქტთან მიმართებით ხედვები, ჩვენ უბრალოდ, გავიგეთ ვადები და ის, რომ გარკვეული კანონპროექტები იქნება მომზადებული. ამას სჭირდება ამ პროცესში შესვლა, დაჯდომა და ამ ყველაფრის ნახვა, მე მაგალითად მაინტერესებს რას შემოგვთავაზებენ სასამართლოსთან მიმართებით. რიგგარეშე სხდომას რაც შეეხება, ვფიქრობ ამას იმ შემთხვევაში აქვს აზრი, თუ ჩვენ მივაღწევთ შეთანხმებას, რომ ცვლილებები უნდა იქნას მიღებული. უბრალოდ რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნა, რომელსაც არაფერი მოჰყვება, არაფრის მომცემი იქნება. გარდა ამისა, საჭიროა წინასწარ კონსულტაციები საქართველოს პრეზიდენტთან, რადგან მან უნდა ჩანიშნოს ეს სხდომა,"- განაცხადა იოსელიანმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა