გურამ მაჭარაშვილი - „სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია" უფრო სირცხვილია - მათ აქციებს უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“

„სირცხვილია“ და „ნაცმოძრაობა“ ვერ შეთანხმდნენ იმაზე, „ნაცმოძრაობა“ უფრო სირცხვილია თუ „სირცხვილია" უფრო სირცხვილია - აქციებს იმ სახელწოდებასთან, რაც დაარქვეს - „შინ ევროპისკენ“, არაფერი აქვს საერთო, უნდა ერქვას „შინ ხელისუფლებისკენ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, მაჭარაშვილმა არასამთავრობო სექტორი პოლიტიკური განცხადებების გაკეთების გამო გააკრიტიკა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს პოლიტიკური მესიჯები არ უნდა ჰქონდეთ.

"სირცხვილია" ამბობს, რომ "ნაცმოძრაობის" ლიდერების გამოსვლა აქციებზე სირცხვილია, "ნაცმოძრაობა" ამბობს, რომ "სირცხვილიას" ქმედებებია ამ აქციებზე სირცხვილი. შესაბამისად, საზოგადოებამ ერთი რამე გაიგო მხოლოდ, რომ "ნაცმოძრაობა" სირცხვილია. საზოგადოებამ დაინახა, რომ "ქართულმა "ოცნებამ" გეგმა დადო, შეხვედრებია ჩანიშნული ოპოზიციასთან თუ არასამთავრობო სექტორთან, რაც უკვე მოიწონეს ყველაზე კრიტიკულად განწყობილმა ევროპარლამენტარებმაც კი. საზოგადოება ხედავს, რომ აქციებზე აშკარა გახდა პოლიტიკური მიზანი. არასამთავრობო სექტორს იმიტომ ჰქვია არასამთავრობო სექტორი, რომ ის არის აპოლიტიკური, ბოლო დროს საზოგადოებამ მშვენიერი პოლიტიკური მესიჯები გაიგო მათგან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ აქციებს იმ სახელწოდებასთან, რაც დაარქვეს - "შინ ევროპისკენ" არაფერი საერთო არ აქვს, არამედ უნდა ერქვას "შინ ხელისუფლებისკენ", რადგან უკან სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება, ამას აღარც მალავენ და სწორედ ამიტომ გამოაცხადა საზოგადოებამ პროტესტი, რომ ეს აქციები იყო არა "შინ ევროპისკენ", არამედ შინ ხელისუფლებისთვის","- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა