პროკურატურა ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული 3 პირის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურა ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე დაკავებული სამი პირის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზაურ ბუდაგოვი ქ.ბათუმში, მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების, მათ შორის როგორც მზიდი, ასევე არამზიდი კედლების მოშლის თაობაზე შეუთანხმდა ხუსეინ სურმანიძესა და გიორგი სურმანიძეს. 2021 წლის 8 ოქტომბრამდე ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებმა დამკვეთთან შეთანხმებით და მისი ზედამხედველობით, სამშენებლო სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების წესების დარღვევით, სახელმწიფოსაგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე, მოშალეს როგორც მზიდი, ასევე არამზიდი კონსტრუქცია (კედლები), რითაც საცხოვრებელი კორპუსის სიმტკიცე და მდგრადობა დაირღვა. ბრალდებულების მიერ ჩადენილმა ქმედებამ შვიდსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ნგრევა გამოიწვია, რასაც კორპუსში მყოფი 9 პირის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, ხოლო ორმა პირმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. ასევე, განადგურდა და დაზიანდა კორპუსში მცხოვრები მოქალაქეების უძრავი და მოძრავი ქონება.

,,სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 8 ოქტომბერს დააკავეს. ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით, 124-ე მუხლით და 188-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ზაურ ბუდაგოვს 240-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინათ.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და ზაურ ბუდაგოვს 4 წლით, ხოლო ხუსეინ და გიორგი სურმანიძეებს 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ბრალდების მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას დანიშნული სასჯელების ნაწილში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან