იენს სტოლტენბერგი ფინეთსა და შვედეთთან გაწევრიანების პროტოკოლის გაფორმებაზე - ეს არის ნამდვილად ისტორიული მომენტი - 32 ქვეყნით ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით

ეს ნამდვილად ისტორიული მომენტია ფინეთისთვის, შვედეთისთვის და ნატო-სთვის და ჩვენი საერთო უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ფინეთისა და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლების ხელმოწერის ცერემონიის დაწყებისას განაცხადა.

„გასულ კვირას მადრიდში, ნატო-ს წევრი ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მოიწვიონ ფინეთი და შვედეთი ალიანსში გასაწევრიანებლად, თურქეთს, ფინეთსა და შვედეთს შორის სამმხრივი მემორანდუმის შეთანხმების შემდეგ. ასე რომ, დღეს ჩვენ ოფიციალურად ვაწერთ ხელს გაწევრიანების პროტოკოლებს. ეს ნიშნავს რატიფიკაციის პროცესის დაწყებას“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, კიდევ ორი წევრის დამატებით ალიანსი კიდევ უფრო გაძლიერდება და უკეთ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას.

„დღეს კარგი დღეა ფინეთისთვის და შვედეთისთვის და კარგი დღე ნატო-სთვის. მაგიდის გარშემო 32 ქვეყნით ჩვენ კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით და ჩვენი ხალხი კიდევ უფრო უსაფრთხოდ იქნება იმ ფონზე, როცა ჩვენ ბოლო ათწლეულების განმავლობაში უსაფრთხოების უდიდეს კრიზისის წინაშე ვდგავართ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება ევროპული დემოკრატიული ქვეყნებისთვის, რომლებიც მზად არიან და სურთ წვლილი შეიტანონ საერთო უსაფრთხოებაში.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს