ბექა დავითულიანი - ,,ლელოს’’ მხრიდან შარლ მიშელის შეთანხმებაზე საუბარი არარელევანტურია - ეს არის პოლიტიკური უტიფრობა

შარლ მიშელის შეთანხმება არის ანულირებული ოპოზიციის მიზეზით, ვინაიდან, 100 დღის განმავლობაში ოპოზიციის ძირითადმა ჯგუფმა არ მოაწერა ხელი ამ შეთანხმებას და ამ შეთანხმებამ აზრი დაკარგა, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა „ლელოს“ პოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც დავითულიანმა აღნიშნა, პარტია ,,ლელოს’’ მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე საუბარი პოლიტიკური უტიფრობაა, რადგან, მათ რომ პირობების შესრულება ნდომოდათ, მათი ლიდერი არ დატოვებდა მანდატს.

,,რაც შეეხება, „ლელოს“ მხრიდან, ამ შეთანხმების, ისევე პოლიტიკური დღის წესრიგში შემოტანის მცდელობას, ეს აბსოლუტურად გაუმართლებელია. მათ რომ ამ შეთანხმების აღსრულება ნდომებოდათ, მათი ლიდერი მანდატს არ დატოვებდა და არც რადიკალიზაციისკენ წაიყვანდა ამ პროცესებს. ვინაიდან ეს ასე მოხდა, დღეს მათი მხრიდან ამაზე საუბარი არარელევანტურია და შეიძლება ითქვას, ეს არის პოლიტიკური უტიფრობა’’, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის, განცხადებით, შარლ მიშელის შეთანხმება „არის აქტუალური დღეს, როგორც არასდროს“.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა