„ინტერფაქსი“ - მოსკოვში, ბრიტანეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიას „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი” დაარქვეს

მოსკოვში, ბრიტანეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიას „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის მოედანი” დაარქვეს. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
როგორც მედია წერს, ტერიტორიისთვის სახელის გადარქმევის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთმა ლუგანსკის რეგიონის ძირითადი ქალაქები დაიპყრო დ გამარჯვება გამოაცხადა.
მანამდე, რუსეთის დედაქალაქში, იმ ქუჩას, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მდებარეობს „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ სახელი დაარქვეს.
შეგახსენებთ, ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები უკრაინის კუთვნილი ტერიტორიებია, რომლებსაც ამჟამად პრორუსი სეპარატისტები აკონტროლებენ. რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც აღნიშნული სეპარატისტული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

























