ანა ნაცვლიშვილი - ვმუშაობთ რიგგარეშე სესიის დღის წესრიგზე - პარლამენტი არათუ დასასვენებლად არ უნდა იყოს წასული, არამედ ერთ წუთსაც არ უნდა ვკარგავდეთ

ძალიან კარგი, საქმიანი შეხვედრა იყო, ვსაუბრობდით კონკრეტულად რა არის გასაკეთებელი, რომ 12 პუნქტი რეალურად შესრულდეს და ამ შესრულებამ მიიყვანოს საქართველოდ დასახულ მიზანთან, რასაც მოითხოვს ქართველი ხალხი, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ანა ნაცვლიშვილი ამბობს, ევროკავშირის 12 პუნქტის საკითხების ირგვლივ ძალიან დიდი კონსენსუსია და ახლა მუშაობა რიგგარეშე სესიის დღის წესრიგზე მიმდინარეობს.

„საკითხების ირგვლივ არსებობს ძალიან დიდი კონსენსუსი და ჩვენ ახლა ვმუშაობთ რიგგარეშე სესიის დღის წესრიგზე იმიტომ, რომ არათუ ახლა პარლამენტი დასასვენებლად არ უნდა იყოს წასული, არამედ ერთ წუთსაც არ უნდა ვკარგავდეთ და ამისთვის რიგგარეშე სესია აუცილებელია. ხელისუფლების გეგმა გულისხმობს, რომ სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერში ან როცა იქნება, რაღაც გაკეთდეს, თან შინაარსი მათ არ უთქვამთ, მათ მხოლოდ ფორმალური ფორმატები მიაჩნიათ ამისთვის საკმარისად, მაგრამ ყველასთვის ნათელი და გასაგებია, რომ შინაარსის გარეშე რეფორმები არ არსებობს. ჩვენ ახლა ვმუშაობთ რიგგარეშე სესიის დღის წესრიგზე და როგორც კი დღის წესრიგი იქნება, საზოგადოებას მივაწვდით ისევე, როგორც პირებს, რომელთაც სესიაში მონაწილეობა უნდა მიიღონ“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიცია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ დადგენილი 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 27.09.2023
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძისა  და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, რომლებიც „ლელოს“  უნიჭო კამპანიის უკან დგანან, ჩვენი მხრიდან სამართლებრივი რეაგირება იქნება
„დანკინის“ ბარისტათა საერთაშორისო კონკურსზე საუკეთესო ყავის მომზადებისთვის ქართველი ბარისტა დააჯილდოვეს
კომპანია „ავერსი“ ფარმაცევტებს პროფესიულ დღეს ელოცავს