კანადა პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების ოქმის რატიფიცირება განახორციელა

კანადა პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების ოქმის რატიფიცირება განახორციელა

კანადა პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების ოქმის რატიფიკაციის პროცესი დაასრულა. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ოტავაში განაცხადა.

„დღეს კანადა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების ოქმის რატიფიცირება. ეს ნაბიჯი ამ ორ ქვეყანას სრულ წევრობასთან აახლოებს“, - განაცხადა ტრუდომ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კანადას „სრულად დარწმუნებულია ფინეთისა და შვედეთის შესაძლებლობებში, რომ სწრაფად და ეფექტურად გაერთიანდებიან ნატო-ში და შეუერთდებიან ალიანსის კოლექტიურ თავდაცვას. „მათი წევრობა გააძლიერებს ნატო-ს. ამიტომ, მოვუწოდებთ ნატო-ს ყველა წევრს, სწრაფად დაასრულონ რატიფიკაციის პროცედურები, რათა მოწინააღმდეგეების ჩარევის შესაძლებლობა შეზღუდონ“, - განაცხადა კანადის პრემიერმა.

ტრუდომ დასძინა, რომ კანადა „ერთგული რჩება ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მიმართ ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოსთვის, რომელსაც შეუძლია პატივი სცეს წევრობის უფლებებსა და მოვალეობებს, როგორებიცაა დემოკრატიის დაცვა და ალიანსის კოლექტიური თავდაცვაში გაწევრიანება“.