ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს გენერალურ შტაბს, ყველა გადაწყვეტილება მასთან შეათანხმოს

დღეს საზოგადოებაში ბევრი კამათი იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით სამხედრო სამსახურში პასუხისმგებელი პირებისთვის, წვევამდელებისთვის და რეზერვისტებისთვის გარკვეული ნებართვების აღების შესახებ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამგვარ გადაწყვეტილებას განსხვავებული შეფასებები აქვს, არის გაუგებრობა და აღშფოთებაც კი.

„თავდაცვის მინისტრს, გენერალური შტაბის უფროსს, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს დავავალე, რომ ხვალ მომახსენონ ყველა დეტალი ნებართვების აღების პროცედურის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. გენერალურ შტაბს ვთხოვ, მომავალში ჩემს გარეშე არ მიიღოს ასეთი გადაწყვეტილებები” - აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, 5 ივლისს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ სამხედრო სამსახურს დაქვემდებარებულ პირებს, წვევამდელებსა და რეზერვისტებს, საკუთარი საცხოვრებელი ადგილის დატოვების მიზნით, ადგილობრივი სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურისგან ნებართვა უნდა მიეღოთ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები