ბორის ჯონსონმა ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრები დანიშნა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ფინანსთა მინისტრად ნადიმ ზაჰავი, ჯანდაცვის მინისტრად კი სტივ ბარკლეი დანიშნა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ბორის ჯონსონი იბრძვის პოლიტიკური გადარჩენისთვის მას შემდეგ, რაც მისი მთავრობის ორმა მნიშვნელოვანმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ამასთან, BBC-ი წერს, რომ ბორის ჯონსონს დღეს დეპუტატებთან დაგეგმილ შეხვედრაზე წნეხის ქვეშ მოქცევა ელოდება.

გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა საჯიდ ჯავიდმა და რიში სუნაკმა გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გაკეთეს. გადაწყვეტილების მიზეზებზე საჯაროდ არ უსაუბრიათ, თუმცა მათი გადადგომის წერილები ბორის ჯონსონის მიმართ საკმაოდ კრიტიკული იყო.

საჯიდ ჯავიდნა დაწერა, რომ ხელმძღვანელობა არ "მოქმედებს ეროვნული ინტერესების შესაბამისად", ხოლო სუნაკმა აღნიშნა, რომ საზოგადოება მოელის, რომ მთავრობა "სწორად, კომპეტენტურად და სერიოზულად" იმოქმედებს.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა