ირლანდიის პრემიერ-მინისტრი კიევში ჩავიდა

ირლანდიის პრემიერ-მინისტრი მაიკლ მარტინი კიევში ჩავიდა. აღშნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, ირლანდიის პრემიერ-მინისტრი კიევში შეხვედრების სერიას გამართავს, რათა უკრაინის ხელისუფლებასთან ირლანდიის სოლიდარობა გამოხატოს.

„ირლანდიელი ხალხი, რუსეთის ამორალური და არაპროვოცირებული ტერორის ომის წინაშე, უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით დგას. მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა და თავდასხმები ომის დანაშაულებზე ნაკლები არ არის და მე გამოვიყენებ ჩემს ვიზიტს, რათა ირლანდიის მხარდაჭერა გამოვხატო იმ ქმედებების მიმართ, რომელიც ამ თავდასხმების უკან მყოფებს სრულ პასუხისმგებლობას დააკისრებს. უკრაინელი ხალხის სულისკვეთებამ ჩვენ ყველანი შთაგვაგონა და ირლანდია, უკრაინის ევროკავშირში სრულფასოვანი გაწევრიანების გზას მხარს დაუჭერს და ომს გაქცეულ სამოქალაქო პირებს დაეხმარება", - განაცხადა მარტინმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა