თეთრი სახლი - ვცდილობთ, უკრაინა ყველაზე ძლიერ პოზიციაში ჩავაყენოთ ისე, რომ როდესაც რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა იქნება, მათ ეს შეძლონ

თეთრი სახლის პრესმდივანი, კარინ ჟან-პიერი აცხადებს, რომ უკრაინის ომის მიმართ აშშ-ის მიდგომა არ შეცვლილა და რომ ისინი ორიენტირებულები არიან გააძლიერონ უკრაინის პოზიცია შესაძლო მომავალი მოლაპარაკებებისთვის.

„არანაირი მოლაპარაკება უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე. რის გაკეთებას ვცდილობდით და ვაკეთებთ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, არის უზრუნველვყოთ, რომ უკრაინა ყველაზე ძლიერ პოზიციაში ჩავაყენოთ ისე, რომ როდესაც მოლაპარაკებების გამართვის შესაძლებლობა იქნება, მათ ეს შეძლონ“, - აღნიშნა კარინ ჟან-პიერმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ, როგორც ჩანს, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკების სურვილი არ აქვს. კარინ ჟან-პიერის თქმით, აშშ უკრაინის დახმარებას განაგრძობს.

„ჩვენი მიდგომა არ იცვლება. ვაპირებთ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას დემოკრატიისთვის, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში“, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს