ნათია მეზვრიშვილი - დღეს მთავარია კომპრომისი კანდიდატის სტატუსის მისაღებად - მიზანშეწონილია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა

დღეს მთავარია არა პარალელური პროცესები, არამედ კომპრომისი ერთადერთი მიზნით - კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ამასთან, კომპრომისი ევროკავშირის პირობების შეუსრულებლობის ხარჯზე დაუშვებელია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა პოლიტიკური ძალები კომპრომისული და პრაგმატული ნაბიჯების გადადგმის უკიდურესი აუცილებლობის წინაშე დააყენა, რათა მიაღწიონ ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას და რეფორმების გატარების გზით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოიპოვოს.

„მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა პოლიტიკური ძალები კომპრომისული და პრაგმატული ნაბიჯების გადადგმის უკიდურესი აუცილებლობის წინაშე დააყენა, რათა მივაღწიოთ ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის შემცირებას და რეალური რეფორმების გატარების გზით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებას. დღეს მთავარია არა პარალელური პროცესები, არამედ კომპრომისი ერთადერთი მიზნით - კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც გახლავთ მათ შორის რუსთაველზე გამოსული ათიათასობით მოქალაქის მიზანი. მადლობა პირველ რიგში ხალხს, ყველას ვინც ხელი შეუწყო მოქალაქეების ნების გამოხატვას, მათ შორის ორგანიზატორებს, ახლა პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაა ქართველი ხალხის ურყევი ნება უნდა აღასრულოს. დასაკარგი დრო არ გვაქვს. უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ თუ ერთიანობის ძალა არ შეგვწევს, კომპრომისის უნარი მაინც გვაქვს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში უპირველესი პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

მისი თქმით, პარტია "საქართველოსთვის" მონაწილეობას მიიღებს ყველა პროცესში, რომელიც ევროკავშირის ყველა პირობის რეალური შესრულების მიზანს მოემსახურება.

„მიუხედავად იმისა, რომ მმართველი ძალის მიმართ ნდობა მინიმალურია, კომპრომისი არის ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას ყველა პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალამ. ამას ვაცხადებთ იმ პოლიტიკური პარტიის სახელით, რომელიც არასოდეს ყოფილა პოლარიზაციის წყარო. პირიქით, ყველა რესურსი გამოვიყენეთ საკრებულოებში, რათა პარტიების ყურადღება დაპირისპირებიდან მოქალაქეების ინტერესებზე გადაგვეტანა. ამასთან, კომპრომისი ევროკავშირის პირობების შეუსრულებლობის ხარჯზე დაუშვებელია! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად დეპოლარიზაციასთან ერთად, საჭიროა, ევროკავშირის ყველა პირობის რეალური შესრულება, რაც კომპრომისებს, პირველ რიგში, ხელისუფლებისგან მოითხოვს, ხოლო დეპოლარიზაცია არა ფორმატების შექმნით, არამედ რეალური ნაბიჯებით მიიღწევა.

შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე უცნობია „ოცნების“ მიერ დაანონსებული ფორმატების ფარგლები, არ არის ნათელი მათი რეალური მიზნები, მონაწილეობას მივიღებთ პროცესში, რათა გამოვიყენოთ თუნდაც მცირედი საშუალება ჩვენი ქვეყნის, მათ შორის, ქუჩაში გამოსული საქართველოს ათიათასობით მოქალაქის მიზნის მისაღწევად და ამავდროულად არ მივცეთ ხელისუფლებას შესაძლებლობა, რომ ეს ფორმატები მხოლოდ ფასადურად და ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენოს. ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც განაცხადის გაკეთების დღესვე ევროინტეგრაციის იდეის ირგვლივ ერთიანობის ინიციატივით გამოვედით. პირველი, ვინც 17 ივნისს, ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნებისთანავე, საზოგადოებას წარვუდგინეთ კონკრეტული გეგმა, რომელიც ორიენტირებულია ევროკავშირის პირობების რეალურ შესრულებაზე.

სამწუხაროდ, „ოცნებისგან“ პასუხი არ მიგვიღია, ხოლო ოპოზიციის ნაწილი ტექნიკური მთავრობის მოთხოვნას შეუერთდა. თუმცა, ამას დღეს უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა. ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, ყველა პროცესში ვიყოთ საქართველოს მოქალაქეების და ქვეყნის ევროპული მომავლის ინტერესების სადარაჯოზე. მონაწილეობას მივიღებთ ყველა პროცესში (ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ინიცირებული), რაც დეოლიგარქიზაციამდე და უკანონოდ კონსოლიდირებული ძალაუფლების დემონტაჟამდე მიგვიყვანს. ამასთან, „ოცნების“ მიმართ მინიმალური ნდობის პირობებში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, პროცესში საერთაშორისო პარტნიორების და პრეზიდენტის ინსტიტუტის რაიმე ფორმით ჩართულობა“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა