კახა კალაძე „ალტ-ინფოზე“ - ყველა პარტიას აქვს არსებობის უფლება, მთავარია კონსტიტუციის და კანონის დაცვა - ვინც დაპირისპირებას ხელს უწყობს, ეს არის „ნაცმოძრაობა“ და მისი სატელიტები

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თუ რომელიმე პარტიის ქმედებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და კანონს, შესაძლებელია, მათი აკრძალვის საკითხი განხილული იყოს. ასე უპასუხა თბილისის მერმა ჟურნალისტების კითხვას, ხომ არ განიხილავს მთავრობა „ალტ-ინფოს“ მიერ შექმნილი პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ აკრძალვის საკითხს.

„არ აქვს მნიშვნელობა, ვინ, რომელ პარტიას წარმოადგენს. თუ მათი ქმედებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, კანონს, ასეთი შეიძლება იყოს „ნაციონალური მოძრაობაც“, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში უნდა განიხილებოდეს ყველაფერი. ჩვენ ხომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, კანონის ფარგლებში ყველა პარტიას აქვს არსებობის უფლება, მთავარია კონსტიტუციისა და კანონის დაცვა“, - განაცხადა კალაძემ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ რომ „ამ ქვეყანაში ვინც შუღლს აღვივებას და დაპირისპირებას ხელს უწყობეს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტები“.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელი მოამზადა, რომელიც „ალტ-ინფოს“ ბაზაზე დაფუძნებული „კონსერვატიული მოძრაობის” აკრძალვას ეხება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა