მიხაილო პოდოლიაკი - რატომ ბომბავს რუსეთი საკუთარ ქალაქებს? კრემლს ელოდება ტრიბუნალი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი რუსეთს საკუთარი ქალაქების დაბომბვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კრემლის მიზანი უკრაინის საწინააღმდეგო ისტერიის შენარჩუნება და დასავლური იარაღის მიწოდების შეფერხებაა.

„რატომ ბომბავს რუსეთი საკუთარ ქალაქებს? იმისთვის, რომ შეინარჩუნოს უკრაინის საწინააღმდეგო ისტერია და შეაფერხოს დასავლური იარაღის მოწოდება“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერში“.

მისი თქმით, რუსეთს ჩადენილი დანაშაულების გამო ტრიბუნალი ელოდება.

„კრემლს ელოდება ტრიბუნალი არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო“, - აცხადებს პოდოლიაკი.

3 დღის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ქალაქებში, ბელგოროდსა და კურსკში, ტოჩკა-U რაკეტების, კასეტური საბრძოლო მასალისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით დასახლებულ პუნქტების წინააღმდეგ თავდასხმა განახორციელეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს