კახა კალაძე - ოპოზიციურ პარტიებს არავითარი სურვილი არ აქვთ იმისა, რომ პოლარიზაცია დასრულდეს, ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგუროს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ხელისუფლების ცვლილების საკითხი 2024 წელს, არჩევნების გზით გადაწყდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, უნდა „ქართული ოცნება“ შეინარჩუნოს ხელისუფლებაში თუ არა.

„ოპოზიციურ პარტიებს არავითარი სურვილი არ აქვთ იმისა, რომ პოლარიზაცია დასრულდეს, ქვეყანაში მშვიდობამ დაისადგუროს, სწორად განვითარდეს ქვეყანა, სადაც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ჩართული იქნება სხვადასხვა კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში. შეიძლება ყველა საკითხზე ერთნაირი მოსაზრებები არ გვქონდეს, აზრთა სხვადასხვაობა გვქონდეს, მაგრამ ეს ჯანსაღი, კონსტრუქციული იყოს და არა ისეთი, რასაც ვხედავთ და ვისმენთ. ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებითაც, რომ ეს ტექნიკური მთავრობის თემა არის სრული სისულელე. ჩვენი თუ არ სჯერათ, ევროპელი, დასავლელი პარტნიორებიც მიუთითებენ ამაზეც. საქართველოს დღეს ჰყავს მთავრობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია. ამ ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით მოხდება და ამას ხალხი გადაწყვეტს, თუ უნდა „ქართული ოცნება“ შეინარჩუნოს ხელისუფლებაში. 2024 წელს იქნება საპარლამენტო არჩევნები და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა გადაწყვეტილებას მიიღებს“,-განაცხადა კალაძემ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს