გაერთიანებული სამეფოს იუსტიციის მინისტრმა, ვიქტორია ატკინსმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.
„ჩვენ შეგვიძლია და უნდა ვიყოთ ამაზე უკეთესი“, - წერს ატკინსი გადადგომის წერილში.
თანამდებობა დატოვეს ხაზინის მინისტრმა ჯონ გლენმა და მინისტრმა სკოლებთან დაკავშირებულ საკითხებში რობინ უოკერმა.
გადადგომის წერილში ის აცხადებს, რომ მთავრობა „დაჩრდილულია შეცდომებით და პატიოსნებასთან დაკავშირებული კითხვებით".
გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა საჯიდ ჯავიდმა და რიში სუნაკმა გადადგომის შესახებ განცხადება გუშინ გაკეთეს. გადაწყვეტილების მიზეზებზე საჯაროდ არ უსაუბრიათ, თუმცა მათი გადადგომის წერილები ბორის ჯონსონის მიმართ საკმაოდ კრიტიკული იყო.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"