დავით უსუფაშვილი - ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით მოცული - დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, „ზაცია, ზაცია“ - დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია

დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ოპოზიციის მისამართით ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც განხეთქილებას აღვივებენ, ხელს არ უწყობენ დეპოლარიზაციას.

"ევროკომისიას მიეცა ჩვენი ცოდვა, რომ ახლა ამ ორი სიტყვით ვიქნებით ალბათ, მოცული რამდენიმე თვე - დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, ზაცია, ზაცია და ამ ზაციაში ვიქნებით ჩაფლული. მოკლედ გეტყვით - დეოლიგარქიზაციას თუ ჰქვია დებიძინიზაცია, დეპოლარიზაციას ჰქვია დეკობახიზაცია. გაგიგიათ ჩემგან, იმის მიუხედავად რა თქვა კობახიძემ ან ხვალ რას იტყვის, რომ ის არის ქვეყნის მტერი?! არა, მე ვლაპარაკობ, რომ მას რაღაც შეეშალა, არასწორად ესმის. ესე იგი, მე ხელს ვუწყობ დეპოლარიზაციას. ვინც გამოდის და ლაპარაკობს, რომ მე ომი მინდა, ქვეყნის დაქცევა და რაღაც უბედურება, ის ხელს უწყობს პოლარიზაციას,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო