ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვიდრე ვმუშაობთ, რათა უკრაინას ომის მოგებაში დავეხმაროთ, ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ მოიპოვებს მშვიდობას, რომელიც აუცილებლად დადგება

ვიდრე ჩვენ ამ დღეებში ვმუშაობთ, რათა უკრაინას ამ ომის მოგებაში დავეხმაროთ, ჩვენ ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა მოიპოვებს მშვიდობას, რომელიც აუცილებლად დადგება , - აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ლაიენის თქმით, უკრაინის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით ზაფხულის შემდეგ, მაღალი დონის კონფერენციას მოიწვევენ.

„ჩვენს წინაშე არსებული ამოცანები უზარმაზარია. თქვენ ისინი სამი სიტყვით შეაჯამეთ: ხელახლა დაფიქრება, ძალების აღდგენა, აღმშენებლობა. რა თქმა უნდა, სიტყვა აღმშენებლობა პირველ რიგში, უკრაინის რეკონსტრუქციას გვახსენებს. მე ახლახან ლუგანოდან, რეკონსტრუქციის კონფერენციიდან დავბრუნდი და ვფიქრობ, ჩვენ უკრაინის რეკონსტრუქციის გეგმის ძალიან შთამბეჭდავი პრეზენტაციის მომსწრე გავხდით. 40-ზე მეტი ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენლები შეთანხმდნენ ლუგანოს პრინციპებზე: რეფორმებზე ორიენტირება, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა და კანონის უზენაესობა, დემოკრატიული მონაწილეობა, გენდერული თანასწორობა, ჩართულობა, სტაბილურობა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის კარგი პრინციპები, ახლა ჩვენ მათ სიცოცხლე უნდა შევძინოთ. ამისათვის, ჩვენ საუკეთესო და ყველაზე ბრწყინვალე რეკონსტრუქცია გვჭირდება. სწორედ ამიტომ, „დიდი შვიდეულის“ გერმანიის თავმჯდომარეობასთან ერთად, ზაფხულის შემდეგ მაღალი დონის კონფერენციას მოვიწვევთ იმიტომ, რომ ჩვენ ყველამ ვიცით: აქამდე არასოდეს გვქონია ასეთი კოლოსალური რეკონსტრუქციის გამოწვევა. ასე რომ ჩვენ ყველა წევრის ჩართულობა გვჭირდება და სანამ ჩვენ ამ დღეებში ვმუშაობთ, რათა უკრაინას ამ ომის მოგებაში დავეხმაროთ, ჩვენ ასევე უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინა მოიპოვებს მშვიდობას, რომელიც აუცილებლად დადგება“, - განაცხადა ლაიენმა.

კორნელი კაკაჩია - თუ ხელისუფლებას უნდა ქვეყანამ ევროპული მიმართულებით  თანმიმდევრულად იაროს, მან უნდა შექმნას პირობები, რომ ამ გზაზე პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში ფართო კონსენსუსი იქნას მიღწეული
რა ხდება ბანკებისა და სადაზღვევო კომპანიების ურთიერთობაში? - ინტერვიუ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელ მდივანთან, ლაშა ნიკოლაძესთან
ქართული პრესის მიმოხილვა 30.11.2023
1 იანვრიდან შპს „თელავგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
1 იანვრიდან შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის საფასური შეიცვლება
CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა - ლურჯი ოკეანე ახალ, ყოველწლიურ ბიზნესღონისძიებას იწყებს
ზუმერის e-Commerce ევოლუცია - 5 მთავარი სიახლე zoommer.ge-ზე
სილქნეტი - დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად სამხედრო ატაშეების მარათონი გაიმართა
1 დეკემბერი - შიდსის მსოფლიო დღე - შიდსის ჯანდაცვის ფონდი გვახსენებს - „ჯერ არ დასრულებულა“
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე