დიმიტრი მედვედევი - აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: "ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით", რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ და კრემლის ყოფილმა ლიდერმა დიმიტრი მედვედევმა შეერთებული შტატები „ნამდვილი დემოკრატიის“ გულისთვის მთელ მსოფლიოში ქაოსისა და ნგრევის გავრცელების მცდელობაში დაადანაშაულა.

მედვედევმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა უკრაინაში შესაძლო ომის დანაშაულებებზე სისხლისსამართლებრივი დევნისთვის, მხარი დაუჭირა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნის მოწოდებას.

„ამერიკის შეერთებული შტატების მთელი ისტორია მკვიდრი ინდიელი მოსახლეობის დამორჩილების დროიდან მოყოლებული, წარმოადგენს სისხლიანი ომების სერიას. ვინმეს დაეკისრა პასუხისმგებლობა ამ დანაშაულებზე? რომელმა ტრიბუნალმა დაგმო აშშ-ს მიერ იქ დაღვრილი სისხლის ზღვა?",- განაცხადა მედვედევმა.

ამასთან, რუსმა მაღალჩინოსანმა აპოკალიფსზე მინიშნებით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა და მისმა „გამოუსადეგარმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით... რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე“.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო