ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად შეგვიძლია, ვაიძულოთ რუსეთი, დავაფიქროთ მშვიდობაზე, რადგან მათ ამაზე ფიქრიც კი არ დაუწყიათ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაცია ჯერ კიდევ არ განიცდის ძლიერად საერთაშორისო სანქციების შედეგებს.

მისი თქმით, რუსეთი ცდილობს, გვერდი აუაროს დაწესებულ შეზღუდვებს და არც კი ფიქრობს მშვიდობაზე.

ამის შესახებ მან ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიხალ მარტინთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამიტომ ამ კითხვაზე პასუხი ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული. რამდენად სწრაფად შეგვიძლია ამის გაკეთება, რამდენად სწრაფად შეგვიძლია, ვაიძულოთ რუსეთი, დავაფიქროთ მშვიდობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ მათ ამაზე ფიქრიც კი არ დაუწყიათ, ჯერ არ განიცდიან სანქციების ძლიერ ეფექტს. ისინი აუცილებლად იქნება, მაგრამ რუსები არ გრძნობენ, გვერდს უვლიან, რადგან, სამწუხაროდ, კიდევ არიან მოკავშირეები, რომლებიც რუსეთს, ან მათ ბიზნესს ეხმარებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ ომის დამთავრების სავარაუდო ვადის შესახებ შეკითხვაზე პასუხისას.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რუსეთზე მსოფლიოს მიერ შემდგომი ზეწოლის აუცილებლობა, მათ შორის პოლიტიკური ზეწოლის შესახებ.

მან ასევე ისაუბრა, უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებაზე.

ზელენსკის თქმით, ომის დასრულების კიდევ ერთი ვარიანტია - როცა თავად რუსეთი მიხვდება, რა გააკეთა და დატოვებს უკრაინის ტერიტორიას.

ამასთან, სახელმწიფოს მეთაურს არ სჯერა, რომ რუსებს ეს საკუთარი ძალებით შეუძლიათ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ ძნელად შეიძლება ეწოდოს სამხედრო კონფლიქტი, ან თუნდაც ომი, თუ გავითვალისწინებთ რუსების ქმედებებს უკრაინელების წინააღმდეგ. მისი თქმით, ეს არის „რუსეთის მხრიდან ღია ტერორისტული აქტი“.

ემილ ავდალიანი - ყველაფერი რეგიონში საქართველოს უფრო მზარდ როლზე მოასწავებს, საჭიროა მხოლოდ შექმნილი ვითარების სწორად გამოყენება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2022
ალექსეი გარანი - პუტინს უნდა რომ უკრაინა დათმობებზე წავიდეს, მაგრამ უკრაინა მშვიდობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხებით ვაჭრობას არ აპირებს
"გალფის" ინიციატივით 100 პირველკურსელს, რომელმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებში უმაღლესი ქულები მიიღო, ერთწლიანი ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნება
„საქართველოს ბანკის“ აქციების ღირებულება რეკორდულ მაქსიმუმზეა
„ევროპელი სოციალისტების” წევრები, დავით ზილფიმიანი და ზაზა მიქაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
კომპანია PSP ფარმაცევტული სექტორის განვითარებაზე კონცენტრირდება და არაპროფილური ბიზნესებიდან გამოდის