მირიამ ლექსმანი - ევროკავშირის გზავნილი ნათელია - ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი აცხადებს, რომ დროა, საქართველოს მთავრობა “საქმეს შეუდგეს”. ამის შესახებ მან „ტვიტერზე“ დაწერა და გააზიარა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადება, რომელშიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზეა საუბარი.

“ევროკავშირის გზავნილი ნათელია. ახლა დროა, რომ საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს“, - დაწერა ევროპარლამენტარმა „ტვიტერზე“.

ინფორმაციისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ხალხის მომავალი ევროკავშირშია და მზად არიან, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ, როგორც კი კომისიის დასკვნაში წარმოდგენილი პრიორიტეტები მოგვარდება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო