მედია - ბორის ჯონსონმა მინისტრთა კაბინეტის წევრი მაიკლ გოუვი თანამდებობიდან გაათავისუფლა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მინისტრთა კაბინეტის წევრი მაიკლ გოუვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

მედიის ცნობით, გოუვის გათავისუფლება იმ ფონზე მოხდა, როდესაც მან ჯონსონს გადადგომისკენ მოუწოდა.

„არ შეიძლება გველი გყავდეს“- გოუვის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განუცხადა მედიას „დაუნინგ სტრიტის“ წყარომ.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა, რომ არ აპირებს, გადადგეს მთავრობის მეთაურის პოსტიდან.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სულ 42-მა პირმა დატოვა ბრიტანეთის მთავრობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა