ჩინეთმა და ინდოეთმა რუსეთს ენერგორესურსებისთვის სამ თვეში 24 მილიარდი დოლარი გადაუხადეს

რუსეთმა ჩინეთისა და ინდოეთისთვის ენერგორესურსების მიყიდვით, უკრაინაში შეჭრიდან სულ რაღაც სამ თვეში, 24 მილიარდი დოლარი იშოვა, - ამის შესახებ შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

გამოცემა წერს, რომ ეს აჩვენებს, თუ როგორ ზღუდავს გლობალური ფასების ზრდა პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის დასჯისკენ მიმართულ აშშ-სა და ევროპის მცდელობებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ჩინეთმა მაისის ბოლომდე, სამი თვის განმავლობაში, რუსული ნავთობის, გაზისა და ქვანახშირის შესასყიდად 18.9 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა, რაც თითქმის ორჯერ მეტია ერთი წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამასთან, ინდოეთმა იმავე პერიოდში 5.1 მილიარდი დოლარი დახარჯა, რაც ხუთჯერ აღემატება შარშანდელ მაჩვენებელს.

გამოცემის ინფორმაციით, რუსეთმა ორივე ქვეყნიდან 13 მილიარდი აშშ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა