ჯოზეფ ბორელმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ვან ისთან მოლაპარაკებები გამართა. შეხვედრაზე დიპლომატებმა ორმხრივი ურთიერთობები და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ტვიტერის“ გვერდზე ჯოზეფ ბორელი ავრცელებს.

„ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობები განხილეთ“,- აცხადებს ბორელი.

ამასთან, ბორელმა აღნიშნა, რომ ჩინეთს მოუწოდა შეასრულოს მეტად კონსტრუქციული როლი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გადაწყვეტის პროცესში. მან ასევე მოუწოდა, შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზებისა და კატასტროფული გლობალური ეკონომიკური შედეგების შესახებ.

ბორელი და ვან ი ერთმანეთს ბალიზე შეხვდნენ, სადაც G20-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო