ირაკლი ბერაია რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

ბუქარესტში ვიზიტად მყოფი საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ხელმძღვანელობს, რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს სიმონა კოჯოკარუს შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე და აღნიშნეს ამ მიმართულებით მიღწეული პროგრესი.

„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო-საქართველოს პარტნიორობის, საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფების, უკრაინაის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის და აღნიშნულის შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხობაზე გავლენის განხილვას. თავდაცვის უწყების მაღალი რანგის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის ურყევ მხარდაჭერას რუმინეთის მხრიდან. მხარეების მიერ აღინიშნა თავდაცვის სფეროში ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა”,- ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი, რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ზურაბ ხუროშვილი და საელჩოს უფროსი მრჩეველი, ეკატერინე დუგლაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო