კლინიკა „ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ცენტრ „ემპათიას" ექიმები იმყოფებიან

კლინიკა „ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ცენტრ „ემპათიას" ექიმები იმყოფებიან.

ცენტრ „ემპათიის“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება არ აღენიშნება.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით დასკვნა მომზადდება, ის თავდაპირველად პაციენტს და ადვოკატებს გადაეცემა.

„წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციით, არსებითი გაუმჯობესება არ აღინიშნება. ჩვენი მოსაზრებით კვლავ საჭიროებს დიაგნოსტიკას და შესაბამის მკურნალობას. ექსპერტიზა დასასრულისკენ მიდის, შემაჯამებელი დასკვნების შეჯამება მიმდინარეობს, ბოლო მონაცემები ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს ჯიშკარიანი.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა