უკრაინა, მარცვლეულით დატვირთული რუსული გემის თურქეთის პორტიდან გასვლის გამო, თურქეთის ელჩს საგარეო უწყებაში იბარებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსულ ხომალდს, რომელსაც უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, ნება დართეს თურქეთის კარასუს პორტი დაეტოვებინა, რის გამოც თურქეთის ელჩს საგარეო უწყებაში დაიბარებენ.

„ვწუხვართ, რომ რუსეთის გემ „ჟიბეკ ჟოლის“, რომელიც სავსე იყო მოპარული უკრაინული მარცვლეულით, ნება დართეს კარასუს პორტიდან გასულიყო, მიუხედავად მტკიცებულებებისა, რომლებიც თურქეთის ხელისუფლებას წარედგინა. ამ მიუღებელ სიტუაციაში გასარკვევად კიევში თურქეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნება მოწვეული“, - წერს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო „ტვიტერში“.

შეგახსენებთ, რუსეთმა უარყო მანამდე გავრცელებული ინფორმაცია, რომ თურქულმა მხარემ მისი გემი დააკავა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო