ყაზახეთის პრეზიდენტმა ეროვნულ ნავთობგაზის კომპანიას დაავალა, რუსეთისთვის გვერდის ავლით ნავთობის გაყიდვის გზები დასახოს

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ეროვნულ ნავთობგაზის კომპანიას დაავალა ნავთობის გაყიდვის გზები რუსეთისთვის გვერდის ავლით დასახოს. ამის შესახებ ინფორმაცია ყაზახეთის პრეზიდენტის ვებ-გვერდზე ვრცელდება.

ტოკაევის შეფასებით, ნავთობის მიწოდების დივერსიფიცირება მნიშვნელოვანი ამოცანაა.

„პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება ტრანსკასპიური მარშრუტი. ვავალებ „КазМунайГаз“-ს შეიმუშავოს ოპტიმალური ვარიანტი მისი რეალიზებისთვის. მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები ატირაუ-კენკიაკის და კენკიაკ-კუმკოლის ნავთობსადენების გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი რუსეთის გვერდის ავლით ნავთობისა და სხვა საქონლის გაყიდვის საშუალებას იძლევა. ის იწყება ჩინეთში და ყაზახეთის შემდეგ გადის კასპიის ზღვაში და შემდგომ აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. იქიდან შესაძლებელია მიწოდების განხორციელება ევროპის ქვეყნებში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა