ბორის ჯონსონი - მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს ვტოვებ

ბორის ჯონსონმა „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის პოსტის დატოვების შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა.

„მინდა იცოდეთ, როგორ ვწუხვარ, რომ მსოფლიოში საუკეთესო სამუშაოს ვტოვებ. აშკარაა, ახლა საპარლამენტო „კონსერვატიული პარტიის“ სურვილია, რომ პარტიამ ახალი ლიდერი და, შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრი აირჩიოს“, - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მისი თქმით, ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გახდება ცნობილი.

„ახალი ლიდერის არჩევის პროცესი ახლა უნდა დაიწყოს და განრიგი მომავალ კვირას გამოცხადდება. დღეს დავნიშნე ახალი კაბინეტი, რომელიც იმუშავებს, რადგან მე დავრჩები მანამ, სანამ ახალი ლიდერი იქნება“, - აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

მედიის ცნობით, განათლების მდივნის პოზიციაზე ჯეიმს კლევერლი დაინიშნა. მან მიშელ დონელანი ჩაანაცვლა. იუსტიციის ყოფილი მდივანი რობერტ ბაკლენდი უელსის მდივნად დაინიშნა, რომელმაც საიმონ ჰარტი შეცვალა. კიდევ ერთი მდივანი, რომლის დანიშვნაც „დაუნინგ სტრიტმა“ დაადასტურა, არის შაილეშ ვარა, რომელიც ჩრდილოეთ ირლანდიის მდივნად დაინიშნა. მან ბრენდონ ლუისი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა დღეს დატოვა.

შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მისი მთავრობიდან 60-მდე ადამიანის წასვლა. გადადგომების სერია სამშაბათს საღამოს დაიწყო და პროცესი მოჰყვა პრემიერ-მინისტრის ბოდიშს სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული პარლამენტის წევრის, კრის პინჩერის სკანდალთან დაკავშირებით, რადგან აღმოჩნდა, რომ მას დაავიწყდა, რომ პინჩერის მანამდე ჩადენილი "არასათანადო" ქცევის შესახებ მის დანიშვნამდე ინფორმაცია მიაწოდეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა