საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენლები ესპანეთის სამეფოს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს და დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, კომიტეტის წევრებთან ერთად, საქართველოში ვიზიტად მყოფ ესპანეთის სამეფოს კონგრესის (ქვედა პალატის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, პაუ მარი-კლოსეს და დელეგაციის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, მხარეებმა საქართველო-ესპანეთს შორის არსებულ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. განხილვის მთავარი თემა იყო ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების საკითხები. ასევე, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და მადრიდის სამიტის შედეგები.

შეხვედრისას საუბრის თემას წარმოადგენდა ასევე, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები.

„ჩვენს ესპანელ მეგობრებთან ძალიან საინტერესო და ღია საუბარი შედგა. განხილვის ძირითადი საკითხი იყო საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად გადასადგმელი ნაბიჯები. ჩვენ მათ ვესაუბრეთ იმედგაცრუებაზე, რომელიც ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ პირობების შესრულების შემდეგ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით გამოიწვია. დელეგაცია, რომელსაც ჩვენ შევხვდით, შედგება ესპანეთის პარლამენტში არსებული ყველა პოლიტიკური პარტიისგან და ძალიან სასიამოვნო, იყო რომ თითოეული პარტიის წარმომადგენელმა ძალიან მკაფიოდ და აქტიურად დაგვიჭირა მხარი. შეხვედრისას ესპანელი კოლეგების მიერ აღინიშნა, რომ მათთვისაც გაუგებარი იყო თუ რატომ მოხდა ამ სამი ქვეყნის დიფერენცირება. მათ ცალსახად დააფიქსირეს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საქართველო უსწრებს მოლდოვასა და უკრაინას და გთხოვეს, რომ დამატებითი ძალისხმევა გავწიოთ ამ ექვსი თვის განმავლობაში, ვაჩვენოთ პოზიტიური სიგნალები, რომ შემდგომ არავის მოუნდეს უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

შეხვედრაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, კომიტეტის წევრები მარიამ ლაშხი და გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობდნენ.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა