ბელარუსის გენშტაბის უფროსის მოადგილე - პოლონეთის ხელმძღვანელობამ უნდა გაიგოს, რომ პოლონეთის ტერიტორია თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით ხდება თავდასხმის მთავარი სამიზნე კონფლიქტის შემთხვევაში

ბელარუსი „დასავლეთის პროვოკაციების“ შემთხვევაში პოლონეთზე თავდასხმით იმუქრება. ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

ბელარუსის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, რუსლან კოსიგინმა განაცხადა, რომ ბელარუსის ძალები თავდაპირველად პოლონეთის ინფრასტრუქტურაზე მიიტანენ იერიშს.

„პოლონეთის ტერიტორია, ისევე როგორც ბალტიისპირეთის ქვეყნები, იქცევა პოლიგონად, სადაც შეერთებული შტატები გეგმავს ევროპაში მორიგი სისხლიანი კონფლიქტის გაჩაღებას რუსეთის ფედერაციისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ“, - განაცხადა კოსიგინმა.

ბელარუსმა სამხედრო მაღალჩინოსანმა სამხედრო წვრთნებზე მიუთითა, ასევე „ინდივიდუალური პოლონელი პოლიტიკოსების მცდელობებზე, წამოიწყონ ე.წ პოლონური სამემკვიდრეო მიწების დაბრუნება, რაც უკრაინისა და ბელარუსის დასავლეთ რეგიონებს გულისხმობს“.

„პოლონეთის ხელმძღვანელობამ პირველ რიგში უნდა გაიგოს, რომ პოლონეთის ტერიტორია თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურით ხდება თავდასხმის მთავარი სამიზნე კონფლიქტის შემთხვევაში, კერძოდ, გადაწყვეტილების მიღების ცენტრები, მართვის სისტემის ელემენტები, ეროვნული შეიარაღებული ძალების მუდმივი განლაგების პუნქტები, არსენალები და ბაზები, ასევე მათი ეკონომიკისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კრიტიკულად მნიშვნელოვან ობიექტები“, - აღნიშნა კოსიგინმა.

შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის მოადგილის თქმით, დასავლეთს ნათლად უნდა ესმოდეს, რომ ბელარუსის პასუხი ნებისმიერ შეიარაღებულ პროვოკაციაზე ცალსახად ადეკვატური და მკაცრი იქნება.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი