დმიტრო კულება - ვინც არ უნდა იყოს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინის მიმართ ბრიტანეთის პოლიტიკა და მხარდაჭერა უცვლელი დარჩება

დმიტრო კულება - ვინც არ უნდა იყოს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინის მიმართ ბრიტანეთის პოლიტიკა და მხარდაჭერა უცვლელი დარჩება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მიიჩნევს, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის გადადგომა უკრაინის მიმართ ქვეყნის პოლიტიკას არ შეცვლის.

„ბორის ჯონსონმა ამ ომის დროს დაამტკიცა, რომ არის მამაცი ადამიანი და ადამიანი, რომელსაც არ ეშინია რისკზე წასვლის. თუნდაც გავიხსენოთ მისი ვიზიტი კიევში აპრილში. ის ისეთი ადამიანია, რომლის ჩანაცვლება ძალიან რთულია, არასოდეს იქნება მისი მსგავსი ადამიანი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა იყოს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბრიტანეთის პოლიტიკა და მხარდაჭერა უკრაინის მიმართ უცვლელი დარჩება. ჩვენ მათთან ვითანამშრომლებთ და ისინი დაგვეხმარებიან“, - განაცხადა კულებამ.

შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა გუშინ გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.