G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ენტონი ბლინკენმა და რამდენიმე მინისტრმა სერგეი ლავროვთან საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი თქვეს

G20-ის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საგარეო უწყებების ხელმძღვანელების ნაწილმა რუსეთის პირველ დიპლომატთან სერგეი ლავროვთან საერთო ფოტოს გადაღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური სააგენტო Kyodo ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს შეხვედრის მონაწილეთა ტრადიციული ფოტოსესია ვერ შედგა. ცნობილი გახდა, რომ საერთო ფოტოს გადაღებაზე პირველად უარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა თქვა.

გარდა ამისა, საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, სამიტის მონაწილეთა ნაწილმა ლავროვთან შეხვედრაზეც უარი განაცხადა, მათ შორის იყვნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, გერმანიისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრები.

თავად ლავროვმა, აღნიშნული ფაქტის შეფასებისას განაცხადა, რომ არავინ არ დაუპატიჟებია.

„რაც შეეხება ჩემთან შეხვედრებს, განცხადებებს, რომ ჩემთან ფოტოებს არ გადაიღებენ - მე ხომ არავინ მიმიპატიჟებია ფოტოს გადასაღებად და საერთოდაც არავინ არსად არ დამიპატიჟებია. მე ინდონეზიამ დამპატიჟა“,- განაცხადა ლავროვმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა