სერგეი ლავროვი „დიდი ოცეულის“ კონფერენციას დაგეგმილზე ადრე დატოვებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი „დიდი ოცეულის“ კონფერენციას დაგეგმილზე ადრე დატოვებს.

„ლავროვი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს, შემდეგ ის ისაუბრებს პრესასთან და კონფერენციას დატოვებს“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ dpa-სთან ინტერვიუში.

ეს ნიშნავს, რომ ლავროვი არ მიიღებს მონაწილეობას დღის მეორე ნახევარში დაგეგმილ ოფიციალურ სადილსა და „დიდი ოცეულის“ შეხვედრაში.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა დღეს სიტყვით გამოსვლისთანავე დატოვა შეხვედრის ოთახი.

შეგახსენებთ, კონფერენციის დასაწყისში „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი განაცხადეს სერგეი ლავროვთან ჯგუფური ფოტოს გადაღებაზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა