მოსკოვის მუნიციპალიტეტის დეპუტატს ალექსეი გორინოვს, რომელიც უკრაინაში ომის წინააღმდეგია, შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მოსკოვის კრასნოსელსკის მუნიციპალური ოლქის დეპუტატს, ალექსეი გორინოვს, რომელიც უკრაინაში ომის წინააღმდეგია, სასამართლომ შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლის თქმით, გორინოვი დამნაშავედ ცნეს რუსი სამხედროების შესახებ „აშკარად ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში“ სამსახურებრივი მოვალეობების გამოყენებით.

"ბრალდებულის რეაბილიტაცია შეუძლებელია თავისუფლების აღკვეთის სასჯელის გარეშე", - აღნიშნა მოსამართლემ.

ალექსეი გორინოვი თავს დამნაშავედ არ ცნობს. სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას მან კიდევ დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა.

„ომი დეჰუმანიზაციის ყველაზე სწრაფი საშუალებაა. როცა ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის წაშლილია, ეს ყოველთვის სიკვდილია, ის მიუღებელია ჩემთვის და უარვყოფ მას“, - აღნიშნა ალექსეი გორინოვმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს