კარლ ნეჰამერი - საქართველოს მწარე გამოცდილება აქვს კონფლიქტების თვალსაზრისით, თუმცა, ამის მიუხედავად, რეგიონში საქართველო აღიქმება, როგორც ძალიან სანდო შუამავალი კონფლიქტურ მხარეებს შორის

რუსეთის ომმა ევროპა შეცვალა. თუკი, გადახედავთ ევროპას, ევროპის არქიტექტურას, ევროპის ორმა სახელმწიფომ გადაწყვიტა შეუერთდნენ ნატოს, შვედეთზე და ფინეთზეა ლაპარაკი, - ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა კარლ ნეჰამერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ორივე სახელმწიფოს რუსეთთან საზღვარი აკავშირებს და ამ ყველაფრის ფონზე დაჩქარდა, უფრო დინამიური გახდა დისკუსია, თუ როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი ამ ქვეყნების უსაფრთხოება, თუნდაც, იმ გზით, რომ მოხდეს ნატოში გაწევრიანება.

„იცით, 3 ქვეყანა ნეიტრალურია - ავსტრია, ირლანდია და მალტა და არის კვიპროსი, რომელიც ალიანსებში არ ერთიანდება. ამ თვალსაზრისითაც თუ შევხედავთ, ხედვები შეცვლილია უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, იცვლება ნატოც და სინამდვილეში ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე და ეს არის იმის დასტური, რომ რუსეთის პრეზიდენტის სტრატეგიამ არ გაამართლა. მან მიიღო საზღვარზე უფრო დიდი ნატო, უფრო ძლიერი ნატო და ნატო, რომელიც მზად არის, რომ ბევრად უფრო მეტი თანხები ჩადოს შეიარაღებაში, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა. ეს, რეალურად, ნიშნავს იმას, რომ რუსეთის გლობალური სტრატეგიული მიზნები უკვე ამის შედეგად ვერ იქნება მიღწეული. ომი, თავისთავად, ბუნებრივია, წარმოადგენს ტრაგედიას უკრაინელებისთვის, საქართველო თავის მხრივ, თავშესაფარს აძლევს უკრაინელ ლტოლვილებს. ავსტრიაში, მაგალითად, 80 000 უკრაინელი ლტოლვილია, ქალები და ბავშვები და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის ომის ყველაზე ცუდი ფორმა პოლიტიკური დაპირისპირების, ანუ პოლიტიკური პოლემიკის ყველაზე მძიმე ფორმა. საქართველოსთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს ძალიან მწარე გამოცდილება აქვს კონფლიქტების თვალსაზრისით, თუმცა რეგიონში საქართველო აღიქმება, როგორც ძალიან სანდო შუამავალი კონფლიქტურ მხარეებს შორის. ვფიქრობ, ეს პერსპექტივა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი კარგი ურთიერთობებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს დავუჭიროთ მხარი მის დასავლურ გზაზე, იმაში უკვე რაც გაკეთდა და რაც გაკეთდება. ჩემი მხრიდან, როგორც ავსტრიის ფედერალურმა კანცლერმა, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ მიდგომებისთვის, რომელსაც საქართველო ინარჩუნებს 20%-ის ოკუპაციის პირობებში და იმ მშვიდობის მხარდაჭერის კუთხით. ამ მხრივ საქართველო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია”, - განაცხადა ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურმა კანცლერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო