აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრ, შინზო აბეს გარდაცვალებით გაოგნებული და ღრმად დამწუხრებულია.
„უპირველეს ყოვლისა, შინზო აბე ზრუნავდა იაპონელ ხალხზე და სიცოცხლე მიუძღვნა მათ სამსახურში ყოფნას. იმ მომენტშიც კი, როდესაც მას თავს დაესხნენ, ის დემოკრატიის საქმით იყო დაკავებული. ძალადობრივი თავდასხმები არასდროს არის მისაღები და მკვლელობა ყოველთვის ღრმა კვალს ტოვებს. აშშ მწუხარების ამ მომენტში იაპონიის გვერდით დგას. ღრმა მწუხარებას ვუცხადებ მის ოჯახს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
შეგახსენებთ, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შინზო აბეს ქალაქ ნარაში ზედა პალატის არჩევნებთან დაკავშირებით წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირი დაკავებულია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"