გერმანიამ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა

გერმანიამ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა

გერმანიამ ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში­ ვრცელდება.

Reuters-ის ცნობით, გერმანიის პარლამენტმა, ორივე სკანდინავიური ქვეყნის სამხედრო ალიანსში გაწევრიანების ოქმს მხარი დაუჭირა.

"ეს, ნატო-ს ყველა წევრისა და ევროპისთვის მეტ უსაფრთხოებას ქმნის", - წერს აღნიშნულთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი "ტვიტერის" გვერდზე.

ცნობისთვის, მადრიდში გამართულ ნატო-ს სამიტზე ნატო-ს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ფინეთი და შვედეთი ალიანსში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მოიწვიონ. ქვეყნების ნატო-ში გასაწევრიანებლად წევრი ქვეყნების 30-მა პარლამენტმა მათი წევრობის დოკუმენტის რატიფიცირება უნდა მოახდინოს.