უკრაინის თავდაცვის მინისტრი - დღეს მილიონზე მეტი ფორმაში ჩაცმული ადამიანი უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის საქმიანობას

დღეისათვის უკრაინაში მობილიზაციაში ჩართულია შეიარაღებული ძალების 700 000-მდე სამხედრო, ეროვნული გვარდიის - 90 000-მდე მებრძოლი, დაახლოებით 60 000 მესაზღვრე და ეროვნული პოლიცია - 100 000 თანამშრომელი. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს მილიონზე მეტი ფორმაში ჩაცმული ადამიანი უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის საქმიანობას. მანვე მოუწოდა ბიზნესს, აქტიურად შეუერთდნენ მათ მხარდაჭერას და ინვესტიციები განახორციელონ ამ სექტორში.

რეზნიკოვმა ასევე განაცხადა, რომ საომარი მოქმედებების გამო უკრაინა გახდა ერთგვარი საწვრთნელი მოედანი, სადაც გამოიყენება ახალი ტიპის იარაღი და ინოვაციური გადაწყვეტილებები.

„დღეს ეს არის უზარმაზარი საცდელი მოედანი, სადაც ტარდება ტესტები. ეს ნიშნავს, რომ აქ მოთხოვნადი იქნება ტექნოლოგიური საგნები, ინოვაციური გადაწყვეტილებები და წინადადებები”, - განაცხადა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, თავდაცვის სამინისტრო მუშაობს უკრაინაში ნატო-ს თანამედროვე იარაღის მიწოდებაზე - ეს არის არტილერია, ჯავშანტექნიკა, იარაღი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს