ერევანში სომხური ოპოზიციის მორიგი აქცია იმართება, რომელზეც სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.
აქცია ტრადიციულად საფრანგეთის მოედანზე დაიწყო, სადაც მანამდე ოპოზიციის კარვების ბანაკი ფუნქციონირებდა.
სომხეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო აქციები ორი თვის წინაც დაიწყო. ფაშინიანის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ის აზერბაიჯანთან ახალი დათმობების მიღწევას ცდილობს და აცხადებენ, რომ აპირებენ შეაჩერონ მისი გეგმები.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"