უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 2,1 მილიარდი გრივნას ღირებულების აქტივები „როსნეფტს“, „გაზპრომსა“ და „როსატომს" ჩამოართვა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 2,1 მილიარდი გრივნას ღირებულების აქტივები „როსნეფტს“, „გაზპრომსა“ და „როსატომს" ჩამოართვა

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ უკრაინამ 2,1 მილიარდი გრივნას (70 მილიონი ევრო) ღირებულების აქტივები რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია "როსნეფტს", ბუნებრივი აირის კომპანია "გაზპრომსა" და ბირთვული ენერგიის კორპორაცია "როსატომს" ჩამოართვა. აღნიშნული ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

უკრაინის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა ამ აქტივებიდან მიღებული მოგება უკრაინაში შეჭრის მოსამზადებლად და დივერსიული, სადაზვერვო საქმიანობის დასაფინანსებლად გამოიყენა.

მედიის ცნობით, ივნისის თვის ბოლოს, უკრაინამ 31 მილიარდი გრივნა (1,03 მილიარდი ევრო) ასევე ჩამოართვა რუს პირებსა და კომპანიებს, რომლებიც ომის თანამონაწილეობაში არიან დადანაშაულებული.