ირაკლი ბერაია რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ბუქარესტში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ტიტუს კორლაცეანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები. რუმინელი სენატორის მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევრო-ატლნანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერას. მხარეებმა აღნიშნეს, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოსა და რუმინეთს შორის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავება და გაძლიერება, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში. ქართული მხრიდან შეხვედრას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ჩაჩიბაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და რუმინეთში საქართველოს საგანგებო და სეულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო