აშშ უკრაინისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების სახით დაახლოებით 368 მლნ დოლარს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების სახით დაახლოებით, 368 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „ტვიტერის“ გვერდზე ავრცელებს.

მისივე განმარტებით, ჰუმანიტარული დახმარება განკუთვნილი იქნება როგორც უკრაინაში მყოფი ადამიანებისთვის, ასევე ლტოლვილებისთვის, რომლებმაც ქვეყანა დატოვეს.

„ჩვენი ერთგულება უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცეა. ამერიკის შეერთებული შტატები, დაახლოებით, 368 მილიონ დოლარს გამოყოფს დამატებითი ჰუმანიტარული დახმარების სახით ადამიანთა დასახმარებლად როგორც უკრაინის შიგნით, ასევე ლტოლვილთათვის, რომლებიც იძულებულები გახდნენ თავისი ქვეყანა უსაფრთხოების ძიებაში დაეტოვებინათ რუსეთის სასტიკი ომის ფონზე“,- განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა