კარლ ჰარცელი - ჩვენ ვნახეთ წინადადებები მმართველი პარტიისგან, სამოქალაქო საზოგადოებისგან -  საჭიროა პოლიტიკური ლიდერშიფი და ყველა მხარის გამბედაობა, რომ გადავიდეთ სივრცეში, სადაც კომპრომისის პოვნა შესაძლებელია

მოხარული ვარ, რომ დისკუსია უკვე დაიწყო. ჩვენ ვნახეთ იდეები და წინადადებები მმართველი პარტიისგან, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისგან და სხვებისგან - საჭირო იქნება პოლიტიკური ლიდერშიფი და ყველა მხარის გამბედაობა იმისთვის, რომ გადავიდეთ სივრცეში, სადაც კომპრომისის პოვნა შესაძლებელი იქნება“,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა „ამერიკის ხმასთან“ პოლარიზაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პოლარიზაცია ფუნდამენტური გამოწვევაა.

“ყველამ ვიცით, რომ ეს ფუნდამენტური გამოწვევაა. ჩემი აზრით, პოლარიზაცია ამ კონტექსტში პროცესის დასაწყისშიც არის და დასასრულშიც. დასაწყისშივე, ახლავეა საჭირო, რომ მხარეები როგორმე შეიკრიბონ და დაიწყონ განხილვა როგორც თავად პროცესის, ისე ამ პროცესის მიზნების და არსის, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოვუყაროთ თავი ამ დღის წესრიგის და პროცესის მხარდასაჭერად.

ვფიქრობ, პრიორიტეტების რეალურად განხორციელების მიმართულებით წარმატების მომტანი იქნება. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება სულ მცირე კიდევ ერთი ბიძგი შემდეგი დეპოლარიზაციისკენ.

ნახეთ, რომ კომისიის დასკვნაში მითითებულია 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთება, რაც არცთუ ისე დიდიხნის წინანდელია. ეს შემთხვევითი არ არის. საერთო დღის წესრიგის განსაზღვრისთვის სწორედ ამ სახის პარტიათაშორისი ჩართულობა იქნება საჭირო.

მოხარული ვარ, რომ დისკუსია უკვე დაიწყო. ჩვენ ვნახეთ იდეები და წინადადებები მმართველი პარტიისგან, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებისგან და სხვებისგან. ამ ყველაფრის არსს თუ დავაკვირდებით, როგორც პროცესს, ასევე შინაარსს, ვხედავ საწყის წერტილს დისკუსიაში ჩართვისთვის, რომელიც შეძლებს წამოყენებული სხვადასხვა იდეის და შემოთავაზებული ელემენტების გაერთიანებას. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, საჭირო იქნება პოლიტიკური ლიდერშიფი და ყველა მხარის გამბედაობა იმისთვის, რომ გადავიდეთ სივრცეში, სადაც კომპრომისის პოვნა შესაძლებელი იქნება. სწორედ ეს არის ის რის დანახვაც ევროკომისიას და ევროკავშირს სურს მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში“,- განმარტავს ჰარცელი.

რობინ დანიგანი - ვცდილობთ თუ არა ქართველი ხალხის დასანქცირებას? ცალსახად არა! ჩვენ გვსურს საუკეთესო ამ ქვეყნისთვის და გვსურს, რომ ეს ქვეყანა წარმატებული იყოს
ესტონეთის ელჩი - თუ გვინდა ევროკავშირის წევრობა, უნდა ვითამაშოთ წესების მიხედვით - საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ უახლოვდება ევროკავშირს, მაგრამ მათი ქმედებები ამას არ ადასტურებს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ძალიან მინდა დავიჯერო, რომ ჩინური კომპანიის შერჩევა პროექტის განსახორციელებლად უბრალოდ გაუაზრებელი ნაბიჯია და არა პოლიტიკური ტრენდის შეცვლის შემაშფოთებელი ნიშანი
მწვანე განვითარების მხარდაჭერა თუ ხელის შეშლა - „ჭარბი საწარმოო სიმძლავრის“ თეორიის სიყალბე
„საქკაბელმა“ ბრონირებული NAYBY კაბელის წარმოება დაიწყო
4 რჩევა სამსუნგის ინჟინრებისგან თუ როგორ გამოიყენო Windfree კონდიციონერი ყველაზე ეფექტურად
ბათუმში „ლისი დეველოპმენტის“ ახალი პროექტის - ბუკნარის პრეზენტაცია გაიმართა
ქართული პრესის მიმოხილვა 20.06.2024