კარლ ჰარცელის შეფასებით, იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებული სერიოზული რეფორმების გატარება მძლავრ მესიჯებს გაგზავნის, რომ საქმე სწორი მიმართულებით მიდის

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებული სერიოზული რეფორმის გატარება მძლავრ მესიჯებს გაგზავნის, რომ საქმე სწორი მიმართულებით მიდის.

როგორც კარლ ჰარცელმა „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას განაცხადა, ეს მინიშნებები არსებობს ევროკომისიის გადაწყვეტილების პრიორიტეტებშიც.

„იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან დაკავშირებული სერიოზული რეფორმების გატარება და იურიდიული ორგანოების დაკომპლექტების პროცედურების გაუმჯობესება, მათ შორის გენერალურ პროკურატურაში, ვფიქრობ, მძლავრ მესიჯებს გაგზავნის, რომ საქმე სწორი მიმართულებით მიდის. ეს მინიშნებები ევროკომისიის გადაწყვეტილების პრიორიტეტებშიც არის“,- აღნიშნავს ჰარცელი.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის