შრი-ლანკას პრეზიდენტი პოსტიდან გადადგომას 13 ივლისს გეგმავს

შრი-ლანკას პრეზიდენტი გოტაბაია რაჯაპაქსა პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას 13 ივლისს გეგმავს. ამის შესახებ ქვეყნის პარლამენტის სპიკერმა განაცხადა. მისი განცხადება პრეზიდენტის სასახეში მომიტინგეების შეჭრას მოჰყვა, რომლებიც ქვეყანაში არსებულ ფინანსური კრიზისს აპროტესტებდნენ.

„13 ივლისს გადადგომის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის უზრუნველსაყოფად, ამიტომ ვთხოვ საზოგადოებას პატივი სცეს კანონს და შეინარჩუნოს მშვიდობა“,- განაცხადა პარლამენტის სპიკერმა მაჰინდა იაპ აბეივარდენამ.

ცნობისთვის, შრი-ლანკაში ათასობით დემონსტრანტი კოლომბოში, პრეზიდენტ გოტაბაია რაჯაპაკსას რეზიდენციაში შეიჭრა. პრეზიდენტმა რეზიდენცია დატოვა. დემონსტრანტების შეჩერება ხელისუფლების მიერ მობილიზებულმა ათასობით მძიმედ შეიარაღებულმა ჯარისკაცმა და პოლიციამ ვერ შეძლო. სამართალდამცავებმა პროტესტის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს და ჰაერში გასროლაც განახორციელეს, მაგრამ დემონსტრანტებმა პრეზიდენტის სასახლის ტერიტორიაზე შეჭრა მაინც მოახერხეს. მოგვიანებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რანილ უიკრემეისიგჰემ გადადგომის შესახებ განაცხადა. ეკონომიკური კრიზისის ფონზე შრი-ლანკაში დემონსტრაციები რამდენიმე თვეა იმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო