ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსი დამპყრობლები დღეს დარტყმებს ახორციელებდნენ: მიკოლაევის, ხარკოვის, კრივი-რიჰის, ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებულ ნაწილზე და არც ერთი დღით არ წყვეტენ დონბასის დაბომბვას

რუსი დამპყრობლები დღეს ახორციელებდნენ მიზანმიმართულ დარტყმებს მიკოლაევის, ხარკოვის, კრივი-რიჰის, ზაპოროჟიეს ოლქის დასახლებულ ნაწილზე და არც ერთი დღით არ წყვეტენ დონბასის დაბომბვას,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

პრეზიდენტის განმარტებით, თავდასხმების შედეგად არის მსხვერპლიც.

„მხოლოდ ერთი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთი დარტყმებს ახორციელებდა მიკოლაევზე, ხარკოვზე, კრივი-რიჰზე, ზაპოროჟიეს ოლქზე. დარტყმებს ახორციელებდა სწორედ დასახლებულ სექტორზე - აბსოლუტურად გაცნობიერებულად, განზრახ, ურტყამდა ჩვეულებრივ სახლებს, სამოქალაქო ობიექტებს, ადამიანებს. არის მსხვერპლი, დაშავებულები. არც ერთი დღით არ წყდება რუსული არტილერიის სასტიკი თავდასხმები დონბასზე - სლავიანსკის მიმართულება, ბახმუტი, ავდეევკა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეალურად მსგავსი ტერორისტული მოქმედებების გაჩერება მხოლოდ იარაღით არის შესაძლებელი - თანამედროვე და ძლიერი. ამ კონტექსტში მან მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებულ შტატებს გადაწყვეტილებისთვის მიაწოდოს უკრაინას თავდაცვითი დახმარების ახალი პაკეტი 400 მილიონი დოლარის მოცულობით.

„HIMARS-ის დამატებითი სისტემები და სხვა ზუსტი იარაღი საშუალებას გვაძლევს გადავდგათ სწორედაც რომ ანტიტერორისტული ნაბიჯები, საშუალებას გვაძლევს შევამციროთ რუსული დარტყმები მათი რაკეტებით ცოცხალ ადამიანებზე“,- განაცხადა ზელენსკიმ.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა